www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ნიუ ტიფლისი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 28 აგვისტო

ბუტიკის ტიპის სასტუმრო "ნიუ ტიფლისი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.

ქალაქი: თბილისი, აღმაშენებლის გამზ. N 75
სამუშაო გრაფიკი: სრული

დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერი ვალდებულია სასტუმროს ამავე დეპარტამენტს გაუწიოს ეფექტური მართვა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** დიასახლისების სამუშაო გრაფიკის შედგენა და შესრულების კონტროლი
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინირება
** შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების და ნორმების კონტროლი
** სასტუმროს ძირითადი საშუალებების მოვლა და შენარჩუნება
** სტუმრის პირადი ნივთების მოფრთხილება
** დაკარგული ნაპოვნი ნივთების და პროცედურის კონტროლი
** ​დასუფავების ყოველდღიური რუტინის სქემის შექმნა და შესრულება
** დასუფთავების პროექტების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი
** ოთახების სტატუსების პირადი კონტროლი
** მინი ბარის პროდუქციის კონტროლი
** ინვენტარიზაციის (აღწერების) პროცედურების დადგენილ ვადებში განხორციელება
** მარაგების კონტროლი და საჭირო დამხმარე საშუალებების შეკვეთების მომზადება
** სასტუმროს ოთახების, საზოგადოებრივი და სამუშაო ტერიტორიის დალაგება-დასუფთავების წესების ცოდნა
** ქიმიკატების და დასუფთავების საშუალებების უსაფრთხოდ და ჯეროვნად მოხმარების წესების ფლობა
** მიღება განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა
** სასტუმროს გენერალური მენეჯერის დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საჭირო კომპიუტერული პროგრამები: მაიკროსოფთ ოფისი, სასტუმროს საოპერაციო სისტემები

პერსონალური უნარ-ჩვევები: პერსონალის მართვის უნარი, კომუნიკაბელურობა, რესურსების ეფექტური გამოყენება, შედეგზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის მქონე, ორგანიზებული, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; დროის მართვის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი;

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@new-tiflis.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |