www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: ჯი ენ ელ
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 28 აგვისტო

შპს "ჯი ენ ელ" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის მომსახურებაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (შავნაბადა, რუსთავის გზატკეცილი, თემქა)
სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო პერიოდი: 1 თვე
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა;
** მომხმარებლების მოზიდვა;
** სავაჭრო ობიექტებზე მომხმარებლებთან ურთიერთობა;
** მომხმარებლებისათვის პროდუქციის შეთავაზება/გაცნობა/რეალიზაცია;
** პროდუქტთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისათვის;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პროდუქტის პრეზენტაციის კარგი უნარი;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** მომსახურების სანიმუშო მანერები;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@lotto.ge და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ გასაუბრებაზე.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჯი ენ ელ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

შპს "ჯი ენ ელ" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |