www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / განცხადების ვადა: 24 აგვისტო

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

ძირითადი ფუნქციები:

** შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნა, დანერგვა და მონიტორინგი;
** რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;
** საშიში ან უბედური შემთხვევის დადგომის შემთხვევაში კომისიის შექმნა, მიზეზის მოკვლევა და პრევენციული ღონისძიებების გატარება;
** სატრენინგო მასალების შემუშავება თანამშრომლებისთვის და სწავლების მონიტორინგი;
** შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების გაწერა კონტრაქტორებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებებში;
** შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების აღრიცხვა და დახარისხება;
** კომუნიკაცია შრომის ინსპექციის სახელმწიფო სამსახურთან და დასაქმებულთა წარმომადგენელთან.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის ან საერთაშორისო სერტიფიკატის ფლობა;
** სიღრმისეული ცოდნა საქართველოს ორგანული კანონის შრომის უსაფრთხოების შესახებ;
** არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების კუთხით;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფად რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24 აგვისტო, 2020 წელი

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |