www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ვაკის საცურაო აუზი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

"ვაკის საცურაო აუზი" საქართველოში ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილი საცურაო აუზი, ორი სატრენაჟორო დარბაზით, 2004 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ფიტნესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სფეროში.

ვაკანსიის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 49ბ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 - 18:00
ანაზღაურება: 2 000 - 2 500 (კომპეტენციისა და გამოცდილების გათვალისწინებით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ვაკის საცურაო აუზის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა/ანალიზი და ფასების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების ანალიზი და ანგარიშების წარდგენა;
** გაყიდვების გაზრდაზე მიმართული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** სოციალური მედია მარკეტინგის კოორდინირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B2 დონეზე);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (excel, word, power point)

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** პროექტების მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;

თანამშრომლებს ვთავაზობთ:

** კეთილგანწყობილ და გუნდურ გარემოს;
** აუზით უფასოდ სარგებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (cv): hr@vsp.ge

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |