www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი სამშენებლო პროექტის მართვაში
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

"VIP INTELLECT GROUP" გთავაზობთ ტრენინგ კურსს
"სამშენებლო პროექტის მართვა"
!

გაითვალისწინეთ: კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ოფისში შექმნილია ყველა პირობა, რაც დადგენილებით გვაქვს მითითებული, ვაწარმოებთ თერმოსკრინინს, ვავსებთ კითხვარს და იმ ყოველდღიურ მითითებებს რაც სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროსტრს ბრძანებით.

ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ თქვენთვის ახალი პროფესიის შესწავლაზე, არამედ ჩვენი და თქვენი ჯანმრთელობისთვის!

პროგრამის დასახელება: სამშენებლო პროექტების მართვა
ვისთვის არის აღნიშნული პროგრამა:

პროგრამის მიზანია კვალიფიკაციის ამაღლება და პროფსეიონალური უნარების შესწავლა, მათთვის ვისაც სურს ცოდნის შეძენა უძრავ ქონების მენეჯმენტში განვითარების კუთხით. ასევე ვისაც მენეჯერული უნარები გააჩნია და უნდა დაეუფლოს სამშენებლო ბაზარზე უძრავი ქონების ტექნიკური მართვის პროექტების სპეციფიკაციებს, ტექნოლოგიებს, მართვის უნარებს და მართოს სხვადასხვა სამშენებლო პროექტები დროში, სივრცეში და საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად.

დაინტერესებული პირი უნდა ფლობდეს ექსელის საბაზო დონეს.

ტრეინინგის თემატიკა:

** პროექტის გუნდის და რესურსების ფორმირება, ბიუჯეტის დაგეგმვა (ხარჯთაღრიცხვის და სამუშაოს ვადების გრაფიკის მომზადება)
** პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე შიდა სტრუქტურის გაწერა, დირექტორთა საბჭოსთან შეთანხმება და დამტკიცება
** პროექტის მართვა კომპანიის ინტერესების შესაბამისად. მართვის პროცესში დანაზოგების გაკეთება
** პროექტის შესრულების უზრუნველყოფა დაგეგმილი გრაფიკით და მაღალი ხარისხით
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა
** პროექტის ფარგლებში საჭირო ნებართვების მოპოვება
** მთელი პროექტის განმავლობაში მოლაპარაკებების წარმოება პატრნიორებთან
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა (სწორი დავალებების მიცემა, რეგულარული უკუკავშირი, მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა)
** პროექტის მსვლელობისას დროის, ხარჯებისა და სამუშაოს შესრულების მონიტორინგის შუალედური შედეგების განხილვა
** მიმდინარე პროცესში წარმოშობილი პრობლემების გადაჭრა
** პროექტის საერთაშორისო ზედამხედველებისათვის და დამკვეთისათვის პერმანენტული რეპორტების მომზადება/რევიზია და სხვა ნებისმიერი მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიწოდება დადგენილ ვადებში
** პროექტის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხების კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** კომპანიისთვის მომგებიანი პროექტების მოზიდვა

კურსდამთავრებულს უპირატესობანი:

სამშენებლო ობიექტები, კერძოდ მშენებლობა, მისი ადმინისტრაციული მხარე, მშენებლობის ტექნოლოგიური მხარე, მშენებლობის ფინანსური მხარე - მენეჯმენტის რგოლის არეალში, ასევე შეძლებენ სამშენებლო პროექტების დაგეგმვას და შედეგების ანალიზების განხორციელებას. მომავალი პროექტების თეორიულ და პრაქტიკულ შეფასებას წინასწარ. სამშენებლო ბიზნეს პროექტების შექმნას.

სრული პროგრამის ხანგრძლივობა: 12 ლექცია
კვირაში ჩატარდება 2/2 საათიანი ლექცია
ღირებულება: 700 ლარი
აქედან 2 ლექცია ჩატარდება გასვლითი პრაქტიკული სახის - საწარმოო ობიექტზე!

კურსის ბოლოს ჩატარდება დასკვნითი ტესტირება და გაიცემა სერთიფიკატი!

საუკეთესო კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციებს და მოთხოვნის შესაბამისად ხელს შევუწყოთ დასაქმებაში!

კურსს უძღვებიან: დავით ბითაძე და სოფიო ახვლედიანი - პრაქტიკოსი ტრენერები, რომელთაც გააჩნიათ სამშენებლო ბიზნესში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება!

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://www.vipintellect.ge/ge/register

გაითვალისწინეთ! ხორციელდება კორპორატიული ტრეინინგის ჩატარება, სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა!

მის: წერეთლის 87ზ, 1 სართ;
ტელ: 593618212; 551196110;
e-mail: ninovipicg@gmail.com
https://www.facebook.com/vipintellectgroup/
http://www.vipintellect.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |