www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვის ცენტრის გამწმენდი ნაგებობის ლაბორანტი/ქიმიკოსი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 14 აგვისტო

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას გურიის რეგიონული ფილიალის ურეკისა და შეკვეთილის გაერთიანებული სერვის ცენტრის გამწმენდი ნაგებობის ლაბორანტის (ქიმიკოსი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ურეკი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია - მოვალეობები:

** ქიმიური ანალიზის ჩატარება სტანდარტისა და მეთოდიკის მიხედვით;
** ქიმიურ ანალიზთან დაკავშირებული მოსამზადებული სამუშაოების ჩატარება სტანდარტული მოთხოვნების დაცვით;
** ქიმიური ანალიზისათვის საჭირო სხვადასხვა მოწყობილობების ოპერირება, ანალიზისათვის აუცილებელი ხსნარებისა და რეაქტივების მომზადება;
** ნიმუშების/სინჯების აღება და მომზადება შემდგომი ლაბორატორიული კვლევისათვის და რეგისტრირება;
** ანალიზის (ქიმიური) შედეგების შეფასება;
** ლაბორატორიულ მუშაობასთან დაკავშირებული ჩანაწერების წარმოება;
** პასუხისმგებლობა ხელსაწყო დანადგარების უსაფრთხოებაზე;
** ნარჩენების იდენტიფიკაცია, მოგროვება, შენახვა, გაუვნებლობა;
** სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებით შედგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით წყლის სინჯების აღება, ანალიზების ჩატარება, შედეგების დაფიქსირება და გადაცემა რეგიონული ფილიალის წყლის ხარისხის კონტროლის მენეჯერისთვის;
** ანალიზების შედეგების დადგენილი სტანდარტიდან გადახრის შემთხვევაში ინფორმაციის გადაცემა პასუხისმგებელ და ხელმძღვანელ პირებთან;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება/წარდგენა უშუალო უფროსისთვის;
** მასზე მინდობილი კომპანიის კუთვნილი ქონების დაცვა/მოფრთხილება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; მიმართულება/სპეციალობა: სასურველია - საბუნებისმეტყველო;
** მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook მაღალ დონეზე ცოდნა.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
** საქართველოს კანონი "წყლის შესახებ";
** საქართველოს კანონი "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი";
** "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბერის N32 დადგენილება;
** "ტექნიკური რეგლამენტი - წყალმომარაგების სისტემაში გამოყენებული მასალების, რეაგენტების, მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების ჰიგიენური შეფასების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N73 დადგენილება;
** "ტექნიკური რეგლამენტის "წყლის სინჯის აღების სანიტარიული წესების" დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N26 დადგენილება;
** "საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N425 დადგენილება;
** "ტექნიკური რეგლამენტი - ცენტრალიზებული და ადგილობრივი წყალმომარაგების სასმელ-სამეურნეო წყლის ქლორით გაუსნებოვნებისა და წყალსადენის ნაგებობების დეზინფექციის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N62 დადგენილება;
** "ულტრაიისფერი დასხივების მეთოდის გამოყენებით წყლის გაუსნებოვნების სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის N17/ნ ბრძანება;
** "სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N58 დადგენილება;
** საქართველოს ორგანული კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ";
** შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წესდება; შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დებულება; შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" მარეგულირებელი შიდა აქტების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე konkursi@water.gov.ge

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |