www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მონიტორინგის/AML სპეციალისტი
მომწოდებელი: რიკო ექსპრესი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

შპს მისო "რიკო ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მონიტორინგის (AML) სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N70.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური მონიტორინგის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** მთლიანი ორგანიზაციის მასშტაბით ფინანსური მონიტორინგის (AML/CFT) კუთხით შემოწმების პროცესში მონაწილეობის მიღება, დასკვნის მომზადება და მენეჯმენტთან განხილვა.
** ფინანსური მონიტორინგის (AML/CFT) პროცესის ანალიზი, კონტროლის მექანიზმების შეფასება, ტესტირება/სწავლების ჩატარება და სხვ.
** სამუშაო საბუთების ნათლად, გარკვევით და სრულყოფილად მომზადება;

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის / ფინანსების / აუდიტის დარგში);
** აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** საბანკო და არასაბანკო კანონმდებლობის მოთხოვნების ცოდნა.

კომპეტენციები და უნარები:

** Microsoft Excel-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სასურველია საბანკო და არასაბანკო კანონმდებლობასთან მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

კანდიდატები მზად უნდა იყვნენ გაიარონ სტაჟირება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად(ფოტოს ზომა 3X4) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ricocredit.com და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება. რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |