www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ჭი-ტა
გამოქვეყნდა: 24 აგვისტო / განცხადების ვადა: 24 სექტემბერი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

პოზიცია: გაყიდვების უფროსი სპეციალისტი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიისა და მისი პროდუქტების შესახებ ცნობადობის ამაღლება
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან თანამშრომლობა
** ბაზარზე არსებული კონკურენციის დონის განსაზღვრა
** გაყიდვების ყოველთვიური და კვარტლური გეგმების შესრულება
** გაყიდვების მატებაზე ორიენტირებული ახალი მექანიზმების დანერგვა
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან
** ქსელში არსებულ ფილიალებში სისტემატური ვიზიტი
** ფილიალების თანამშრომლების გადამზადება გაყიდვების ტექნიკებისა და ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით
** ფილიალებში გაყიდვებზე პასუხისმგებელი თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი და ანალიზი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (B2C, B2B)
** კვალიფიკაციის ასამაღლებელი დამატებითი აქტივობების არსებობა ჩაითვლება უპირატესობად
** სწავლების გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაბელურობა
** სხარტი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გადაწყვეტილებების მიღებისა და ინიციატივის წარდგენის უნარი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 09.30-18.30)
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr-1@chita.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |