www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 25 აგვისტო / განცხადების ვადა: 25 სექტემბერი

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** კადრების მოძიება, შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება და შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა;
** HR პოლიტიკის, პროცედურებისა და დოკუმენტური ფორმების შემუშავება და საჭიროებისამებრ განახლება;
** სახელფასო ბაზის ადმინისტრირება;
** კანდიდატების მონაცემთა ბაზების წარმოება და ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა;
** ეთიკისა და ქცევის სტანდარტების შემუშავება და მართვა;
** სამუშაო აღწერილობის შექმნა/განახლება;
** საკადრო ბრძანებების, მათ შორის შვებულების ბაზის წარმოება და ადმინისტრირება;
** კომპანიაში არსებული მომსახურებების/სერვისების საჭიროებისამებრ განახლება და მუდმივი კონტროლი;
** თანამშრომლების სამუშაო განრიგების შედგენა, კონტროლი;
** თანამშრომლების მუდმივი მოტივირება, მეგობრული გუნდის შექმნა, მათი ინტერესების და საჭიროებების შესწავლა;
** რეკომენდაციების მომზადება მენეჯმენტისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** HR მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |