www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** თანამშრომლებისთვის შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება, პირადი საქმეების ადმინისტრირება;
** თანამშრომლის პროგრამულად დანიშვნა და მისი სამუშაო ბარათის მართვა (დანიშვნა/გათავისუფლება, დაზღვევა, სარეზერვო სიების მართვა-კონტროლი);
** პერსონალთან დაკავშირებული ცვლილებების ადმინისტრირება (ხელფასის ცვლილება, ბონუსი, პრემია);
** თანამშრომელთა დანიშვნა/გათავისუფლების შესახებ ყოველთვიური რეპორტის წარმოება;
** საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა რეპორტის მომზადება HR პროგრამის საშუალებით;
** HR დოკუმენტაციის მართვა.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების განხრით;
** სავალდებულოა საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** სასურველია მსგავს სფეროში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 სთ, შაბათს 10:00-14:00 სთ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |