www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას ვლოგერის (Vlogger) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** Instagram/Facebook/YouTube პლატფორმებისათვის ვიდეო კონტენტის შექმნა;
** მარკეტინგისა და პროდუქტ მენეჯერებთან კომუნიკაცია, თემების/გრაფიკის განხილვა და შეთანხმება;
** იდეების გენერირება ვიდეო ბლოგისათვის;
** ვიდეო ბლოგის სცენარის გაწერა;
** მომხმარებლებთან ინტერაქცია;
** ვიდეო კონტენტის შინაარსისა და შედეგის ანალიზი;
** გლობალურ ბაზარზე მიმდინარე ტექნოლოგიური ტრენდებისა და მსგავსი პროფილის ვიდეო ვლოგერებისათვის თვალის დევნება;
** მომხმარებლის ინტერესების კვლევა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ციფრული ტექნიკის სიღრმისეული ცოდნა;
** ტექსტების გამართულად წერის უნარი;
** ბუნებრივი ქარიზმა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სოციალური ქსელების სპეციფიკის აღქმა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმესთან ერთად გადმოგვიგზავნეთ თქვენი Tik-Tok-სა და instagram ექაუნთის მისამართი ელ.ფოსტაზე vacancy.marketing@zoommer.ge. გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "Vlogger".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |