www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: Next IT Academy
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"ნექსთ აიტი აკადემია" აცხადებს მიღებას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის მოსამზადებელ სასწავლო კურსზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე
სალექციო დღეები: კვირაში 3 დღე - სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი
ლექციების ჩატარების დრო: საღამოს საათები (19:30-დან 21:30-მდე)
სწავლის ღირებულება: 500 ლარი (გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად)
სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს (19:30-ზე)
მისამართი: თორნიკე ერისთავის №8/გიორგი ჭყონდიდელის №113 (დიდუბისა და გოცირიძის მეტროდან 5 წუთის სავალზე)

ტელ: 551 40 12 34, 558 19 04 07
ელფოსტა: nextitacademy@gmail.com
Facebook: https://www.facebook.com/Next.IT.Academy/
Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=100015009244099

გაიცემა სამი სერტიფიკატი:

** Cisco IT Essentials
** Cisco - NDG Linux Essentials
** Next-ITsupport

ზოგადი ინფორმაცია:

** ტრენინგი ეფუძნება Cisco IT Essential კურსის ბოლო ვერსიასა (7.01) და NDG Linux Essentials კურსის მოდულებს
** კურსის განმავლობაში მსმენელები გაეცნობიან ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტისთვის საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს
** კურსის განმავლობაში მსმენელები შეასრულებენ უამრავ პრაქტიკულ და ლაბორატორიულ დავალებებს
** მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფით
** მასალები არის ქართულ და ინგლისურ ენებზე; სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე
** კურსი რეკომენდებულია როგორც დამწყები, ისე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის;
** კურსს გაუძღვება Cisco-ს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი
** კურსის გავლის შემდეგ დაეუფლებით ყველაზე მოთხოვნად პროფესიას

სასწავლო კურსის პროგრამა:

** პერსონალური კომპიუტერის ტექნიკური უზრუნველყოფის მიმოხილვა (კომპიუტერის ნაწილების დეტალური გარჩევა)
** სისტემური ბლოკი, კვების ბლოკი, დედაპლატა, პროცესორი, ოპ. მეხსიერება, მყარი დისკი, ვიდეო ადაპტერი, პორტები, კონექტორები, კაბელები გაგრილება და სხვა
** კომპიუტერის დაშლა/აწყობა, შესაფერისი ნაწილების შერჩევა, გაძლიერება
** კომპიუტერის ტექნიკური უზრუნველყოფის სიღრმისეული ანალიზი
** სპეციალიზებული კომპიუტერების აწყობა
** BIOS/UEFI განხილვა და კონფიგურაცია
** პრევენციული ღონისძიებები და პრობლემების გადაწყვეტა
** ქსელის მუშაობის პრინციპები; ქსელური ოქმები და სტანდარტები; ქსელური მოწყობილობების (კომუტატორი, მარშრუტიზატორი, პატჩ პანელი, ფაიერვოლი და სხვა) პრაქტიკული განხილვა
** ქსელური კაბელები (სამონტაჟე ინსტრუმენტები, ჯეკის დასმა, აუთლეტის დაყენება)
** გამოყენებადი ქსელი: ქსელის დამისამართება; ქსელის ადაპტერის კონფიგურაცია; კაბელური და უკაბელო ქსელების აწყობა; ჭკვიანი ტექნოლოგიების ჩართვა ქსელში; დისტანციური მართვა (Remote Desktop, Telnet/SSH); პრობლემების მოგვარება ქსელში
** ლეპტოპები და სხვა მობილური მოწყობილობები: ლეპტოპისა და მობილური მოწყობილობის ნაწილების განხილვა; ლეპტოპის ქსელით უზრუნველყოფა; ლეპტოპისა და მობილური მოწყობილობების კონფიგურაცია და პრობლემების მოგვარება
** პრინტერები და სხვა პერიფერიული მოწყობილობები: პრინტერების არჩევა, ინსტალაცია და კონფიგურაცია, ქსელური პრინტერის გამართვა, პრინტერების გაზიარება; სკანერისა და პროექტორის მონტაჟი და კონფიგურაცია
** ​ვირტუალიზაცია და ღრუბლოვანი გამოთვლები (ვირტუალური მანქანების აწყობა/კონფიგურაცია - VMware Workstation, Virtualbox)
** ვინდოუს ოპერაციული სისტემის ინსტალაცია და საწყისი მომართვა
** ვინდოუს ოპერაციული სისტემის ადმინისტრირება: დისკების მართვა; სისტემის ოპტიმიზაცია; ბრძანებათა ველის ინტერფეისთან (CMD) მუშაობა და ბრძანებების განხილვა; ვინდოუსის ქსელით უზრუნველყოფა; Telnet, SSH, ipconfig, Ping, Tracert, FTP, DNS Records, Network Lookup;
** უსაფრთხოება ვინდოუსში: მომხმარებლები და ჯგუფები, ანტივირუსი/ფაიერვოლი, შიფრაცია, VPN, სარეზერვო ასლების შექმნა/აღდგენა; ვინდოუს ოპერაციული სისტემის პროცესების, სერვისებისა და წარმადობის მონიტორინგი
** მობილური, MacOS ოპერაციული სისტემები: ანდროიდ და iOS სისტემების განხილვა
** ​ლინუქს ოპერაციული სისტემა: ლინუქსის მიმოხილვა, ლინუქს ოპერაციული სისტემების განხილვა; ლინუქსთან მუშაობა, ღია წყარო კოდები და ლიცენზირება; ლინუქს ოპერაციული სისტემების ინსტალაცია (Ubuntu, Kali) და ბაზისური კონფიგურაცია; ორმაგი ჩატვირთვა, ჩატვირთვის პარამეტრების ცვლილება; ბრძანებათა ველი უნარები, დახმარების მიღება ტერმინალთან მუშაობის დროს; ნავიგაცია ფაილურ სისტემაში, ფაილებისა და დირექტორიების მართვა, არქივირება და შეკუმშვა;
** ​ლინუქს ოპერაციული სისტემის ადმინისტრირება: დისკების მართვა (დისკების დაყოფა, დაფორმატება, RAID მასივების განხილვა, დანაყოფებთან მუშაობა); ტექსტურ რედაქტორებთან მუშაობა, ბაზისური სკრიპტინგი; კომპიუტერის აპარატურასთან გაცნობა ლინუქსის ბრძანებებით; კაბელური და უკაბელო ქსელის კონფიგურაცია ლინუქსში;
** უსაფრთხოება ლინუქს ოპერაციულ სისტემაში: სისტემისა და მომხმარებლის უსაფრთხოებამომხმარებლებისა და ჯგუფების შექმნა; საკუთრებისა და ნებართვების განსაზღვრა; სპეციალური დირექტორიები და ფაილები; პაკეტებისა და პროცესების მართვა ლინუქსში
** იტ პროფესიონალის უნარების გამომუშავება: საკომუნიკაციო უნარები; საოპერაციო პროცედურები; ეთიკური და ლეგალური საკითხები
** კონკრეტული სცენარების განხილვა სამუშაო უნარების დასახვეწად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |