www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შემდუღებელი
მომწოდებელი: მეტალონი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

ლითონის ნაკეთობების საწარმო შპს "მეტალონი" აცხადებს ვაკანსიას შემდუღებლის პოზიციაზე.

"მეტალონი" არის მზარდი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ქართული კოპმანია რომელიც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს 2016 წლიდან. კომპანია 100% ქართული კაპიტალითაა დაარსებული და ბაზარზე ქარხნული სტილით შექმნილი ლითონის კარებების წარმოების პიონერია.

"მეტალონის" საწარმო აღჭურვილია ლითონის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლეტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს, კერძოდ შესთავაზონ მომხმარებელს გამორჩეული ხარისხის ლითონის კარები და მათი რეალიზაციის თანმდევი სერვისები. "მეტალონის" მიერ წარმოებულ კარებებს არ ყავს ადგილობრივი ანალოგი და იმპორტირებული საქონლის ღირსეული კონკურენტია, როგორც ხარისხით ასევე ფასით. კომპანიამ ოპერირების მოკლე ვადაში შეძლო ბაზარზე საკუთარი თავის დამკვიდრება და დღესდღეობით "მეტალონის" ხარისხს ენდობა ათეულობით კორპორატიული კლიენტი და ასობით კერძო მომხმარებელი.

მოვალეობები:

ლითონის დეტალების ნახაზების მიხედვით შედუღება.

მოთხოვნები:

** ხელმარჯვეობა, შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება.
** გამოცდილება: შემდუღებლის ან/და სხვადასხვა დაზგებთან და ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი. 10:00 - 19:00 (შესვენება 15:00-16:00)
მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N8,
ანაზღაურების დიაპაზონი: 800-1500 ლარამდე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@gardis.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |