www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სუპერვაიზერი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Persil, Perwoll, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Colgate, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა)
ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: www.sharm.ge

კომპანია "შარმ ტრეიდიგნი" ვაკანსიას​ სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
შრომითი ანაზღაურება: მოქნილი და კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემა

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო წარმომადგენლების მართვა;
** სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობა;
** სავაჭრო წარმომადგნლების სამუშაო გრაფიკების შედგენა;
** ​მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** გაყიდვების გეგმის შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი და შესრულებაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** სავაჭრო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მათემატიკური უნარ-ჩვევები;
** მართვის მოწმობა B კატეგორია (აუცილებელი მოთხოვნა);

დამატებითი უნარები:

** გუნდის მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;

აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსთვის საჭირო საწვავს)

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევით და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: bmukbaniani@sharm.ge გთხოვთ მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "სუპერვაიზერი ქუთაისი".

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |