www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 3 სექტემბერი / განცხადების ვადა: 3 ოქტომბერი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13 500-მდე მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალი ხარისხის მომსახურება სასურველ დროს და ადგილას. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მძღოლი- ექსპედიტორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება;
** პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირება;
** პროდუქციის დანიშნულებისამებრ ჩაბარება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
** პროდუქციის გადაზიდვაზე გაცემული ფაქტურების და დოკუმენტების დანიშნულებისამებრ ჩაბარება.
** სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში, სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის მითვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მანქანის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია მართვის მოწმობა - BC კატეგორია.
** განათლება: საშუალო.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დისციპლინირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@gfs.ge და სათაურის ველში "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "მძღოლი-ექსპედიტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |