www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი ზუმერი აცხადებს ვაკანსიას რუსთავში მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** მაღაზიის ხარისხიანი, ეფექტური და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქციებისა და როლების განაწილება/მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარება, მოტივაცია და უკუკავშირი;
** გაყიდვების სტიმულირება;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთა მოთხოვნილებებისა და საჭიროებების გამოვლენა, მათი შენიშვნებისა და პრობლემების მოგვარებისათვის ეფექტური და ქმედითი გზების მოძიება.
** მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა და კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** საცალო გაყიდვების მიმართულებით, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულსა და მომსახურების ხარისხის ტრეინინგებს;
** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერიული წინსვლის შესაძლებლობებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი რუსთავში".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |