www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი მექანიკოსი
მომწოდებელი: აგრო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

კომპანია "აგრო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მექანიკოსის პოზიციაზე.

კომპანია დაკავებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და ამ ტექნიკის მარაგ ნაწილების რეალიზაციით. აგრეთვე ახორციელებს აღნიშნული ტექნიკის სერვისს.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://ah.com.ge/

სამუშაოს აღწერა:

** სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის (კომბაინები, ტრაქტორები და აგრეგატები) ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოების განხორციელება;
** სარემონტო სამუშაოების განხორციელება როგორც თბილისის სერვის-ცენტრში ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე რემონტი ხორციელდება საველე პირობებში.)

ტექნიკური მომსახურება/შეკეთება ითვალისწინებს შემდეგ სამუშაოებს:

** ტრაქტორების და კომბაინების რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური მომსახურების (სამუშო სითხეების და ფილტრების გამოცვლა) განხორციელება.
** ტრაქტორების და კომბაინების კვანძების (ძრავი, გადაცემათა კოლოფი, სავალი ნაწილი, ჰიდრავლიკური სისტემა, გამლეწი მექანიზმი და სხვა) რემონტი.
** სასოფლო-სამეურნეო აგრეგატების ტექნიკური მომსახურება და რემონტი.

პირობები:

** საქმიანობის შედეგზე ორიენტაცია და ყოველდღიური დავალებების შესრულება.
** ანაზღაურება: 600-750 ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე, განისაზღვრება გამოცდილებისა და ცოდნის მიხედვით
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი.
** სამუშაო დრო ორშაბათი-პარასკევი 08:00-17:00, შაბათი 08:00-14:00

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული გამოცდილება
** უმაღლესი ტექნიკური განათლება - სასურველია
** სამუშაო გამოცდილება: სასოფლო-სამეურნეო, სამშენებლო ან საავტომობილო ტექნიკურ პარკში ელექტრო სამუშოების წარმოების მინიმუმ 1 წელი
** პრიორიტეტულად ჩაითვლება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომსახურების და რემონტის წარმოების გამოცდილება.

ენების ცოდნა:

** ქართული - სრულყოფილად;
** სხვა ენის ცოდნა - ჩაითვლება პრიორიტეტულად .
** B - კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის ტარების უნარი).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პროდუქტიულობა
** ხარისხზე ორიენტირება
** სამუშაოს დაგეგმვის და შესრულების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@agroholding.com.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: უმცროსი მექანიკოსი

შეტყობინება: აგრო ჰოლდინგი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც აგრო ჰოლდინგისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა აგრო ჰოლდინგში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც კომპანიაში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |