www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი/ასისტენტი
მომწოდებელი: აშშ ხაზინის დეპარტამენტი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტი, ტექნიკური დახმარების ოფისი, ეძებს უმცროს ფინანსურ ანალიტიკოსს/ასისტენტს. ამ პოზიციაზე მომუშავე პასუხისმგებელი იქნება რეზიდენტი მრჩეველის მხარდაჭერაზე, რომელიც მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში შიდა კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.

ანალიტიკოსი დაეხმარება მრჩეველს ტექნიკური დახმარების პროექტის ყველა ასპექტში, მათ შორის თარგმანში, მონაცემთა ანალიზსა და კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული ახალი ამბების მონიტორინგში. ასევე, პასუხისმგებელი უნდა იყოს პროგრამის ადმინისტრაციული მხარდაჭერის ზოგიერთ ასპექტზე, როგორიცაა ხარჯების ანგარიშგება, შეხვედრების დაგეგმვა და სემინარების ორგანიზება.

კვალიფიკაცია:

** ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბუღალტერიასა და ეკონომიკაში.
** ფინანსური ანალიზის 0-3 წლიანი გამოცდილება (ან სტაჟირება).
** Microsoft Excel-ის, Word-ის ცოდნა და მონაცემთა ანალიზი.
** ფლობს ინგლისურ და ქართულ ენებს
** ინტერესი შიდა ფინანსური ბაზრების მიმართ.

გთხოვთ, განაცხადი გამოგზავნოთ ელფოსტაზე: roland@betsyshotel.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |