www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელევიზიო მონიტორინგის ჯგუფის წევრი
მომწოდებელი: ტრი მედია ინტელიჯენსი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"ტრი მედია ინტელიჯენსი" (ტი-ემ-აი) წარმოადგენს საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის მზომ კომპანიას.

"ტი-ემ-აი"-ს მიზანია საქართველოს მედია სივრცისთვის, თანამედროვე კვლევის მეთოდების გამოყენებით, ზუსტი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდება, რაც ხელს უწყობს სატელევიზიო სფეროს გაუმჯობესებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსია სატელევიზიო მონიტორინგის ჯგუფის წევრის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები: სატელევიზიო სივრცის მონიტორინგი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ასაკობრივი ზედა ზღვარი - 30 წ.
** ბაკალავრის დიპლომი (დასაშვებია სტუდენტიც)
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:

** მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტური მენეჯმენტი
** დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს მოქნილ გრაფიკს, სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და განვითარებულ ინფრასტრუქტურას. აქცენტი კეთდება გრძელვადიან და სტაბილურ თანამშრომლებზე.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამდენიმე საფეხურიან შერჩევის ეტაპებს.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@tmi.ge. საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც გსურთ განიხილოს თქვენი СV.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |