www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი არქიტექტორ-დიზაინერი
მომწოდებელი: ქომ ჰაივი
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

მულტიდისციპლინური დიზაინ სტუდია "ქომ ჰაივ"-ი ეძებს ოჯახის ახალ წევრს უმცროსი არქიტექტორ-დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე
სამუშაო საათები: 10:00-19:00
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

მოვალეობები:

** კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, მისი განვითარების სხვადასხვა სტადიაზე;
** პროექტების დიზაინის ეტაპების (სქემატურის, დიზაინის განვითარების, მუშა დოკუმენტაციის) დამუშავება კონცეფციიდან პროექტის სრულ რეალიზებამდე;
** საპრეზენტაციო/სქემატური მასალების მომზადება
** ნახაზების მომზადება კომპანიის ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვით;
** პროექტში ჩართულ მომიჯნავე სპეციალისტებთან ურთიერთობა და კოორდინაცია;
** საპროექტო ტერიტორიის პერიოდული ვიზიტი;
** შესაბამისი ანგარიშის მომზადება;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი პროფესიული განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტირებაში;
** არქიტექტურული პროგრამების ცოდნა: Revit (აუცილებელი), AutoCad (აუცილებელი); სხვა პროგრამების ცოდნა, როგორიც არის Photoshop, Illustrator, 3D Max etc არის უპირატესობა;
** სამშენებლო სტანდარტებისა და საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Windows XP, Word, Excel);
** ენები: ქართული (თავისუფლად), ინგლისური/რუსული (სასაუბრო).

პიროვნული უნარები:

** შედეგებსა და ხარისხზე ორიენტირებული დროის მენეჯმენტის უნარით;
** ინიციატორი;
** კომფორტული გუნდურ თუ ინდივიდუალურ მუშაობასთან;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** როგორც პიროვნული ასევე კომპანიის განვითარებაზე მოტივირებული;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV და საუკეთესო ნამუშევრები 30 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@komhive.com.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |