www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-ელექტრიკოსი
მომწოდებელი: სითი და კო
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

სამშენებლო კომპანია "სითი და კო" აცხადებს ვაკანსიას ლიცენზირებული ინჟინერ-ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საშუალო და დაბალი ძაბვის ელექტრომომარაგების ქსელების პროექტირება და მონტაჟი;
** ავტომატიზაციის სისტემების პროექტირება და პროგრამირება;
** განათების სისტემების პროექტირება;
** სუსტი დენების სისტემების პროექტირება;
** დამონტაჟებული სისტემების ტესტირება, დაპროგრამება, ექსპლუატაციაში გაშვება;
** საშუალო და დაბალი ძაბვის ელექტრომომარაგების ქსელების პროექტების წაკითხვა.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება სამშენებლო-სამონტაჟო მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება ელექტროტექნიკის და ავტომატიზაციის დარგში;
** ელექტრო უსაფრთხოების სერტიფიკატი;
** AutoCAD და სხვა ელექტრო და ავტომატიზაციის პროექტირებისთვის საჭირო პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა - ჩაითვლება უპირატესობად;
** მოქმედი ლიცენზიის არსებობა.

უნარები:

** კონტროლის, ანალიზის და სისტემატიზაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით (კვირაში 40 საათი)
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
შენიშვნა: გამარჯვებული კანდიდატი გაივლის 3 თვიან საგამოცდო ვადას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@bbc.ge და წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ლიცენზირებული ინჟინერ-ელექტრიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |