www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ვიჯი
გამოქვეყნდა: 9 სექტემბერი / განცხადების ვადა: 9 ოქტომბერი

სადისტრიბუციო კომპანია "VG" 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო, საკვები ნაწარმისა და სამომხმარებლო ქიმიის პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.

სადისტრიბუციო კომპანია "ვი ჯი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე თბილისში.

განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-18:00
მდებარეობა: თბილისი, თემქა, ავქსენტ ისააკიანის #1 (ყოფილი პურ-ფუნთუშეულის ქარხანა)
ანაზღაურება: ფიქს. ხელფასი 600 ლარი + ბონუსი (საშუალო 900-1100 ლარი)

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - 2 წელზე მეტი;
** უპირატესობა მიენიჭება სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
** მოწესრიგებული, შრომისმოყვარე, პუნქტუალური;
** აუცილებელია მართვის მოწმობის კატეგორია C.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@vg-ge.com ან მობრძანდეთ ოფისში, 09:00-დან 18:00-მდე, თემქაზე, ყოფილი პურ-ფუნთუშეულის ტერიტორია, მე-2 სართული, შპს "ვიჯი"). ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

მადლობა დაინტერესებისათვის!
გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |