www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავეჯის ამწყობი ოსტატი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

ლაზიერი, 3500 კვ.მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს.

ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული.

შპს "ლაზიერი" მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP- Laminate), კორიანის (DuPont`s Corian®), ნეოლითის (TheSize`s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით. ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს. ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

"ლაზიერი" ეძებს გუნდის ახალ წევრს ავეჯის ამწყობის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობებია:

** ნედლეულის საამწყობო უბანზე მიღება, მითვლა და ხარისხის შემოწმება;
** საამწყობო-საინსტალაციო ოპერაციების შესრულება საწარმოო სქემისა და ნაკეთობის კონსტრუქციული ნახაზის მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

** საწარმოო პროცესების ცოდნა;
** ავეჯის სპეციფიკის ცოდნა;
** ავეჯის კონსტრუირების (აწყობის) საფუძვლების ცოდნა;
** ძირითადი ნედლეულის სპეციფიკაციების ცოდნა;
** უძრავი და მოძრავი მექანიზმების ინსტალაციის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ძირითად საწარმოო დანადგარებთან მუშაობის წარმოდგენის ქონა;
** სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ავეჯის ამწყობის პოზიციაზე;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურობის მაღალი შეგრძნება.
** პოზიციებზე განიხილებიან როგორც დამწყები და მონდომებული ახალგაზრდები, ისე გამოცდილი ოსტატები.

ლაზიერი ასევე განიხილავს ოსტატებს საამქროს სხვადასხვა უბნებზე, როგორიცაა სამღებრო და სინთეზური ქვები: კორიანი და ნეოლითი.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად და ოსტატებისთვის იწყება 1500-2000 ლარიდან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: Ajangavadze@Lazieri.com ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 0322 31 50 50.

ყურადღება! გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის და პოზიციის დასახელება.

ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისში, ფეიქრების 12.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი 09:00 - 18:30

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ:

http://www.Lazieri.com
http://www.Facebook.com/LazieriGeo
Instagram.com/LazieriGeorgia



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |