www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: NOTE elf Cosmetics
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

კოსმეტიკის მაღაზია "NOTE elf Cosmetics" აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე:

** ქალაქი თბილისი - "გლდანი მოლი" (მეტრო "ახმეტელის" მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: 10:00 დან 16:00 საათამდე, ან/და 16:00 დან 22:00 საათამდე, 6 დღიანი სამუშაო კვირა

ქალაქი თბილისი - "თბილისი ცენტრალი", ვაგზლის მოედანი
სამუშაო გრაფიკი: 10:00 დან 20:00 საათამდე, კვირაში 5 დღე
ხელფასი ბონუსებთან ერთად საშუალოდ: 600-800 ლარი

მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** პროდუქციის დახლებზე განთავსება მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** მომხმარებლისათვის განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხელმძღვანელთან მუდმივი კომუნიკაცია არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: teona.beriashvili@hotmail.com

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |