www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ზედელაშვილი და ადვოკატთა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

შპს "ზედელაშვილი და ადვოკატთა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტების/სტუმრების მიღება ოფისში და საჭიროებისამებრ გადამისამართება.
** შეხვედრების ოთახის საჭირო ინვენტარით მომარაგება და შეხვედრისთვის უზრუნველყოფა.
** ოფისის საკანცელარიო, ტექნიკური/სამეურნეო ნივთებით უზრუნველყოფა.
** ოფისის სამუშაო პირობებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.
** კომპანიის ელექტრონული ფოსტის მართვა.
** საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების ასლების შექმნა და სკანირება.
** ოფისში შემოსული საფოსტო გზავნილების მიღება და ადრესატისთვის ჩაბარების უზრუნველყოფა.
** გასაგზავნი დოკუმენტების მომზადება, გაფორმება საფოსტო გზავნილისათვის და შესაბამისი ადრესატისთვის გაგზავნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალ დონეზე განვითარებული უნარები.
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** დროის სწორად განაწილების უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობით).
** განვითარებული ორგანიზაციული უნარები.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება. (არასავალდებულო).

სამუშაო მისამართი: თბილისი, დავით თავხელიძის 1ა (ვაჟა-ფშაველას 76ბ), ოფისი N10
სამუშაო დრო: 10:00-18:00 სთ., შაბათ-კვირის გარდა.
ხელფასი: შეთანხმებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, წარმოადგინოთ CV და ფოტოსურათი არაუგვიანეს 2020 წლის 16 ოქტომბრისა, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: gialawyersgroup@gmail.com | levankutubidze@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |