www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: 7CoDe
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

კომპანია "7CoDe" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ო. ლორთქიფანიძის ქუჩა. 2დ,
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09.00-დან 18.00 საათამდე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** საპროექტო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა, ანალიზი და შეფასება პროექტის მსვლელობის ნებისმიერ ეტაპზე;
** საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო ობიექტზე მისვლა და აზომვითი სამუშაოს შესრულება;
** არქიტექტურული ნახაზების გამოთხოვა დამკვეთისგან და მათი დამუშავება კომპანიისათვის საჭირო პროდუქციის ჩამონათვალის შესადგენად;
** პროექტიდან კომპანიისათვის საჭირო სპეციფიკაციების და სამუშაოების რაოდენობის ამოთვლა;
** სამშენებლო ობიექტზე პროექტის ტექნიკური ზედამხედველობა და კრიზისულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილებების მიღება;
** ეფექტური ურთიერთობა დამკვეთებთან;
** ტექნიკური ნახაზების შედგენა და მათი განხორციელების ეტაპებზე სამუშაოთა წარმოება;
** უცხოელ მომწოდებლებთან სამშენებლო პროდუქციისათვის საჭირო ნახაზების მომზადება და მათთვის მოთხოვნების გადაგზავნა.
** ​დამკვეთებისათვის კომერციული წინადადების მომზადება;
** კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, მისი განვითარების სხვადასხვა სტადიაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრი
** ენები: ინგლისური რუსული
** უმაღლესი განათლება არქიტექტურის განხრით;
** არქიტექტურული პროგრამების (ArchiCAD, AutoCad, Photoshop) საფუძვლიანი ცოდნა;
** სასურველია პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** კომუნიკაბელური და მოტივირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინარული.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: service@7code.org



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |