www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
თანდართული ფაილი: 78757_tender_6786696.zip
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს კომპანიებს თბილისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამაში არსებული შენობის სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სამუშაოთა ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს, ხოლო ჩასატარებელ სამუშაოთა რაოდენობა დადგინდება შემსრულებელი ორგანიზაციისა და დამკვეთის ერთობლივი მუშაობით.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი: თბილისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამაში არსებული სოციალური საცხოვრისის სარემონტო სამუშაოები, დეტალური ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ ფაილში.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
** ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან, რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე არ აღირიცხება დავალიანება;
** ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულებების მითითებებით) შესაბამისი 3 რეკომენდაციით, შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფოტო-მასალით;
** შევსებული უწყისი - ხარჯთაღრიცხვა (ხარჯთაღრიცხვა უნდა მომზადდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაინტერესებული კომპანია წინასწარ დაათვალიერებს შენობა-ნაგებობას, რომელიც საჭიროებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას

თანხის გადახდის პირობები: წინასწარი გადახდის მოთხოვნის შემთხვევში (კონტრაქტის ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა) კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია.

მომსახურების გაწევის ვადები: 2020 წლის ოქტომბერი
სამუშაო ადგილი: თბილისის SOS ბავშვთა სოფელი, ნუცუბიძის 4 მ/რ, ავთო ვარაზის ქ.N40

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "სარემონტო სამუშაოების განხორციელება", ისე კომპანიის სახელწოდება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2020 წლის 7 ოქტომბერი 17:00სთ.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: თბილისის SOS ბავშვთა სოფელი, ნუცუბიძის 4 მ/რ, ავთო ვარაზის ქ.N40

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: maiko.gongadze@sos-kd.ge

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით.

ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |