www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: კონტეინერი
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

"კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია აუთლეტ- ჰიპერმარკეტის სახით, სადაც ერთ სივრცეში შეხვდებით ევროპული და ამერიკული ბრენდების ავეჯს და სხვა უამრავ თქვენთვის სასურველ ნივთს. კომპანია ორიენტირებულია სწრაფ განვითარებაზე და პროდუქციის მაღალ ხარისხზე. პროდუქცია, რომელიც წარმოდგენილია აუთლეტ- ჰიპერმარკეტში გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასებითა და ფართო ასორტიმენტით.

"კონტეინერი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N36.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: 600 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
** კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ადგილმდებარეობისა და ასორტიმენტის შესახებ;
** მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** სწორი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ​პასუხისმგებლობის გრძნობა.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გამოგვიგზავნეთ თვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@doki.ge. გთხოვთ, "სათაურის ველში" მიუთითოთ პოზიციის დასახელება "კონსულტანტი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |