www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კინოფილმებით ქართული ლიტერატურის შესწავლა
მომწოდებელი: ცელულოიდის ენები
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 2 ნოემბერი

"ცელულოიდის ენები" გთავაზობთ "გაკინოებას", ანუ კინოფილმების დახმარებით ქართული ლიტერატურის სწავლების კურსს, 13-17 წლის მოზარდებისთვის!

ღია კარის დღე: 10 ოქტომბერს, 17 საათზე!

ძვირფასო მშობლებო, განსაკუთრებით - 13-17 წლის მოზარდების მშობლებო!

თქვენ ყველას გსურთ, თქვენმა შვილებმა წარმატებით ჩააბარონ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, ეგრეთ წოდებულ, "ეროვნულებზე"! და ეს სურვილი, რომლის ასასრულებლად არაფერს იშურებთ, სრულებით მისასალმებელი, გასაგები და ლეგიტიმურია!

მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: მოზარდები, რომლებიც ან პირდაპირ უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებია და კიდეც სწავლობენ იქ სკოლის დამთავრების შემდეგ, ან არაჰუმანიტარულ სპეციალობებს ირჩევენ (და უფრო კონკრეტულად კი - არ ხდებიან ფილოლოგები), აბარებენ "ეროვნულებზე" ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას - რომლის სტანდარტიც არის ის, რაც არის :) - და შემდეგ არცთუ იშვიათად დავიწყებას მიაბარებენ ხოლმე მათ მიერ, სამწუხაროდ, უფრო ხშირად მოსაწყენად აღქმულ ქართულ ლიტერატურას!

და ამ ლიტერატურას თქვენი შვილების ცხოვრებაში ძნელად მიეცემა შანსი, რომ სკოლის დროინდელი - უმეტესწილად უარყოფითი - შთაბეჭდილებისგან განთავისუფლდეს!

"გაკინოების" კურსი გთავაზობთ სრულიად ჯადოსნურ ოპერაციას: ჩვენ დავამეგობრებთ თქვენს შვილებს ქართულ ლიტერატურასთან და ამაში გონივრულად გამოვიყენებთ იმ ფაქტს, რომ ბავშვებს უკვე ძალიან უყვართ მათთვის უფრო მომხიბვლელი, გასაგები, თანამედროვე მედიუმი - კინო!!!

როგორ? ჩაეწერეთ ღია კარის დღეზე, რომელიც ჩატარდება 10 ოქტომბერს 17 საათზე, და სადაც დაწვრილებით აგიხსნით "გაკინოების" კურსის არსს და გიპასუხებთ ყველა შეკითხვაზე!

ღია კარის დღეზე დასასწრებად დაგვიკავშირდით: 593 199 321.

P.S. ამ მოკლე საინფორმაციო რგოლით (1) წარმოდგენას შეიქმნით "გაკინოების" კურსზე, ხოლო ამ პატარა სარეკლამო ფილმით (2) ცხადი გახდება თქვენთვის, კურსის შედეგი - ანუ ის, თუ როგორ დამეგობრდება თქვენი შვილი ქართული ლიტერატურის გმირებთან!

1. https://www.facebook.com/419127118274781/videos/259649295048107/
2. https://www.facebook.com/419127118274781/videos/235856627467903/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |