www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: ქალაქური
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

კომპანია "ქალაქური" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ძირითადი პროდუქცია არის ქართული თხილი და ჩირები.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავშნის 88 (თემქა-მუხიანის კვეთა)
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების მართვის ეფექტური სისტემის შექმნა
** ბრენდის განვითარების სტრატეგიის შემუშავება
** მარკეტინგის საქმიანობის შემუშავება პროდუქციის ბაზარზე გასატანად
** გაყიდვების ზრდა და კომპანიის ყოველთვიური და ყოველწლიური გაყიდვების გეგმის შესრულება, მენეჯმენტთან ანგარიშსწორება
** კომპანიაში გაყიდვების ყველა არხის მართვა, ახალი არხების შემუშავება, მათ შორის ექსპორტი
** პროდუქციის ხაზის მენეჯმენტი: ახალი კატეგორიების დანერგვა და არსებული კატეგორიების გაუმჯობესება
** პერსონალის შერჩევა ტრენინგი და მოტივაცია
** საქმიანობის ყოველდღიური მონიტორინგი
** კომპანიის გაყიდვების და ბაზრის ანალიზი, ზრდის წერტილების ძებნა
** კონკურენტების ანალიზი, ბაზრის ტენდენციების დადგენა და ინოვაციების დანერგვა

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ქართული და რუსული ენების ცოდნა, ინგლისური სასურველია
** მართვის მოწმობა და ავტომობილის ქონა

პიროვნული თვისებები:

** ლიდერული უნარ ჩვევები
** დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის ეფექტური მართვა, მოტივაციის უნარი მიზნების მისაღწევად
** პირადი გამოცდილება რითეილების ქსელებთან მოლაპარაკებაში, რესტორნებთან და სასტუმროებთან
** ასორტიმენტის და ფასების პოლიტიკის შექმნისა და ჩამოყალიბების გამოცდილება
** მარკეტინგის ანალიზისა და ბაზრის ანალიტიკის უნარები
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** კვალიფიკაცია ბიზნესის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში
** პროექტების მართვა

ზოგადი მოთხოვნები და უნარები:

** თქვენი გამოცდილება
** სამუშაო ადგილების ჩამონათვალი, თანამდებობა
** სასურველი ხელფასი
** სქესი არ არის შეზღუდული

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი დილის 9:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ფოტოსურათით, შევსებული ქართულ ენაზე, ელ-ფოსტაზე: qalaqurivc@gmail.com

ტელ: 2 83 02 04

ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |