www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR-სპეციალისტი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 2 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

შპს "G&A Group"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც-პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარფაბრიკატების წარმოება-დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A Group" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, HR-სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების მიმართულებით პროცედურების და ინსტრუქციების შემუშავება და მათი პერიოდული განახლება;
** თანამშრომლების დანიშნვა-გათავისუფლება და შესაბამისი საკადრო დოკუმენტაციების მომზადება
** კადრების შერჩევა/რეკრუიტმენტი (ვაკანსიის გამოცხადება, CV-ების გადარჩევა, პირველი ეტაპის გასაუბრება);
** კადრების შერჩევის მიზნით უმაღლეს სასწავლებლებთან ურთიერთობა
** თანამშრომლების სამუშაო აღწერილობების მომზადება/განახლება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** სწავლებისა და განვითარების მიმართულების სტრატეგიის შემუშავება, თანამშრომელთა ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენა.
** ტრეინინგების დაგეგმვა და ორგანიზება
** თანამშრომელთა კმაყოფილების დონის განსაზღვრა კვლევების და შეფასებების საფუძველზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ძლიერი ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: hr@gagroup.com.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |