www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: OneSoft
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

კომპანია OneSoft აცხადებს ვაკანსიას 1C პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

კომპანია OneSoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების (ფართოდ ცნობილია, როგორც ERP სისტემები) პროვაიდერს საქართველოს პროგრამული პროდუქტების ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზებული მართვის განვითარებას საქართველოში, ხოლო მიზანი - 1C-ის უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.onesoft.ge

ფუნქცია-მოვალეობები:

** დამკვეთის ტექნიკური მხარდაჭერა
** დამკვეთის მუშაობის პროცესში გამოწვეული პრობლემების მიზეზების იდენტიფიცირება, პრობლემის შინაარსის ლოგიკური და სისტემური გაანალიზება და გადაწყვეტა
** ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ საკონსულტაციო მომსახურების გაწევა
** დამკვეთის მიერ დაფიქსირებული მოთხოვნის შესაბამის რგოლებთან გადამისამართება
** პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ფუნქციონალების (ან ახალი მოდიფიკაციების) ტესტირება
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის ინსტრუქციის ფაილების მომზადება
** კლიენტის მომართვებზე დროული რეაგირება
** მიღებული მომართვების შესახებ აღრიცხვის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
** კარგი ანალიტიკური და კომპიუტერული უნარები
** ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება 1C სტანდარტული გადაწყვეტილებების ცოდნა და სამუშაო გამოცდილება
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა
** ACCA - ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები / თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
** მიზანმიმართულობა, შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის, ანალიზის და დროის მართვის უნარი
** ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარი
** სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, აქსისის ბიზნეს ცენტრი
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** ანაზღაურება: დამოკიდებულია აპლიკანტის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე - CV ელ-ფოსტაზე: info@1soft.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - 1C პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |