www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ვენსელერი, ასისტენტი/დისტრიბუტორი
მომწოდებელი: Pine Tree International
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "Pine Tree International" (Humana, Bahlsen, Komili და სხვა.) აცხადებს ვაკანსიებს სავაჭრო აგენტის, ვენსელერის ან ვენსელერის ასისტენტის (დისტრიბუტორი) თანამდებობაზე (თბილისი, კახეთის რეგიონი)

ძირითადი მოვალეობები:

** რეალიზაციის არხების განვითარება;
** გეგმების მიხედვით ვიზიტების განხორციელება და მოლაპარაკებების წარმოება პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით;
** ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება საქონლის შეტანაზე, გადახდის პირობებზე, დებიტორულ დავალიანებაზე;
** შეკვეთების აღება, პროდუქციის რეალიზაცია წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო ობიექტებზე და მათთან ანგარიშსწორება.
** ობიექტებზე პროდუქციის განლაგების, მათ შორის ვადების კონტროლი;
** დაბრუნების დროული უზრუნველყოფა;
** კლიენტების ფინანსური დისციპლინირება და ჩარიცხვის კონტროლი;
** გაყიდვების გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** დისტრიბუციის პრინციპების ცოდნა;
** მართვის მოწმობა - B/C კატეგორია.

ზოგადი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით).
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოთი მისამართზე: HR@pinetree.ge და ელფოსტის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 0322 389 389 / 0322 389 380.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |