www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შოურუმის გაყიდვების პროექტ-მენეჯერი
მომწოდებელი: Index
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 5 ნოემბერი

"INDEX" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის გაყიდვების პროექტ-მენეჯერის პოზიციაზე.

შპს INDEX GROUP დაფუძნებულია ქართველი და ევროპელი პარტნიორების მიერ და წარმოადგენს ევროპის საუკეთესო და წამყვან ბრენდებს. კომპანიის მულტი-ბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია ექსტერიერისა და ინტერიერის მოწყობისთვის საჭირო მასალების სრული გამა (ავეჯი, განათება, მოსაპირკეთებელი მასალები).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 25-40 წელი;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა: როგორც მეტყველება, ასევე წერა;
** მნიშვნელოვანია კომუნიკაციის კარგი უნარი და გამართული მეტყველება;
** პრეზენტაციისა, კონსულტაციის გაწევის და ინფორმაციის სწორი მიწოდების უნარი.
** დარწმუნების უნარი.
** აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** დიზაინის, ინტერიერის, ავეჯის და განათების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრივილეგიად.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** სასიამოვნო, კრეატიული გარეგნობა;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი
** კომუნიკაბელური და კოლეგიალური
** განვითარებაზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პროექტების გამართულად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** პრობლემის გადაჭრის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უშუალოდ კლიენტებთან მუშაობა.
** კლიენტის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება, კონსულტაციის გაწევა.
** შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და მათი პროდუქციის სრულყოფილი შესწავლა-ცოდნა;
** მყიდველთათვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულობა;
** შეკვეთების მიღება, დამუშავება, მომზადება და შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება; პროექტის სრული მართვა.

სამუშაო პირობები:

** ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს საერთაშორისო კაპიტალით.
** უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგ კურსებს; მზარდ ანაზღაურებას;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა;
** სამუშაო გრაფიკი - სრული.

კომფორტული სამუშაო გარემო; აქტიური ახალგაზრდა კოლექტივი.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: careers@index.com.ge

სავალდებულოა: რეზიუმე უნდა იყოს ფოტოსურათით (!).
"Subject"-ში მიუთითეთ: "შოურუმის გაყიდვების პროექტ-მენეჯერის" პოზიცია (!).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |