www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სკოლამდელი აღზრდის ცენტრის პედაგოგი
მომწოდებელი: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას სკოლამდელი აღზრდის ცენტრის პედაგოგის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბავშვო ბაღში აღმზრდელ პედაგოგად მუშაობის გამოცდილება;
** ბავშვის აღზრდა-განვითარების შინაარსის ცოდნა;
** საბავშვო ბაღში საგნობრივ-პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Internet).

პიროვნული თვისებები და უნარები:

** სასწავლო პროცესის შესწავლის, შეფასების, და მართვის უნარი;
** აღსაზრდელზე ორიენტირების უნარი;
** სასწავლო მასალის შინაარსზე მუშაობის უნარი;
** ცალკეულ აღსაზრდელთა რეალური შესაძლებლობების განსაზღვრის უნარი;
** აღსაზრდელთა ტიპური სიძნელეების გათვალისწინების უნარი;
** ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური ცოდნის გამოყენების უნარი;
** საკუთარი ემოციური მდგომარეობის მართვის უნარი;
** აღსაზრდელის სუსტად განვითარებული პიროვნული თვისებების სტიმულირების უნარი.

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სკოლამდელი აღზრდის ცენტრის პედაგოგი".

"ბაქსვუდის სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |