www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ესენი
გამოქვეყნდა: 6 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 6 ნოემბერი

კომპანია "ესენი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამშენებლო/სარემონტო ბიზნესში მუშაობის გამოცდილება.
** უმაღლესი განათლება;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი; მართვის მოწმობის B კატეგორია;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ვებ გვერდის ადმინისტრირება, შემოსული მოთხოვნების დამუშავება.
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება;
** შეკვეთის მიღება და მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
** გაყიდვების სრული ციკლის მონიტორინგი, საბოლოო ანგარიშსწორებამდე;
** ​რეპორტინგი.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: eseni.geo@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |