www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 9 ნოემბერი

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას მუშის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.

სამუშაო აღწერილობა:

** სახაზო ნაგებობების მოწყობა/მშენებლობა;
** მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულება;
** ​ჭებისა და სატელეფონო კანალიზაციის აშენება;
** სატელეფონო კანალიზაციის ვარგისიანობის შემოწმება;
** არსებული სატელეფონო კანალიზაციის აღდგენა, დამარხული ჭების მოძებნა/ამოსუფთავება;
** სატელეფონო ბოძების გამაგრება/გადატანა;
** კაბელების ჩადება სატელეფონო კანალიზაციაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული მახასიათებლები:

** სასურველია სატელეკომუნიკაციო სფეროში სამუშაო გამოცდილება (კერძოდ, შენობაში, შენობის ფასადებზე, სატელეფონო ბოძებზე კაბელის მონტაჟის გამოცდილება);
** მართვის მოწმობა (მართვის გამოცდილება);
** ​დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: resume@servicenetgroup.ge 2020 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |