www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: PHP დეველოპერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 9 ნოემბერი

"კრედო ბანკი" 20 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 75 ფილიალით არის წარმოდგენილი.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და პროექტებზე დამოკიდებული საბონუსე სისტემა;
** საახალწლო ბონუსი;
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემო;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრენინგები, პროფესიული განვითარებისთვის;
** ონლაინ პლატფორმებზე წვდომა შეუზღუდავი;

PHP დეველოპერი

ძირითადი მოვალეობები:

** კრედო ბანკისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა და არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა PHP ტექნოლოგიების გამოყენებით;
** ბიზნეს ანალიტიკოსებთან და არქიტექტორებთან კოორდინირებით მუშაობა
** მონაცემების შეგროვება, ინფორმაციის მოკვლევა, ტექნოლოგიური გადაწყვეტის შეთავაზება
** და განხორციელება შეთანხმებულ დროში;
** მაღალი ხარისხის კოდის წერა.

მოთხოვნები:

** ვებ დეველოპმენტში მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება PHP გამოყენებით;
** MySQL, MariaDB;
** Wordpress;
** ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება - Rest API;
** HTML 5, CSS 3, Javascript, JQuery, VueJS;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV მეილზე cv@credo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ - PHP დეველოპერი

დედლაინი: 17 ოქტომბერი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |