www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: თბილისი მედიკ
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 1 ნოემბერი

კომპანია "Tbilisi Medic" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

"Tbilisi Medic" 11 წელია ახორციელებს სამედიცინო პროდუქციის იმპორტს და რეალიზაციას. ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები:

** დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
** ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
** სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
** მომსახურების კორპორატიული სტანდარტის მიხედვით მოემსახუროს მომხმარებელს;
** მონაწილეობა მიიღოს პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფაში;

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Office)
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** აკურატულობა და დეტალზე ორიენტირებულა;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე - 09:30 - 19:00 სთ
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას 28ა (დიღომი)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@tbilisimedic.ge 2020 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |