www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება ჰისტომორფოლოგიური მიმართულებით
მომწოდებელი: პათოლოგიის კვლევითი ცენტრი
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 31 ოქტომბერი

"პათოლოგიის კვლევითი ცენტრი" აცხადებს სტაჟირების პროგრამას დასაქმების პერსპექტივით ჰისტომორფოლოგიური მიმართულებით ლაბორატორიული საქმიანობის შესასწავლად.

პროგრამის ხანგრძლივობა: 3-6 თვე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩაჩავას 1
სამუშო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
მისაღები სტაჟიორების რაოდენობა: 2

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაჟირების პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ინტენსიურ პრაქტიკულ გამოცდილებას;
** სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა კვალიფიკაცია აიმაღლონ ლაბორატორიულ საქმიანობაში ჰისტომორფოლოგიური მიმართულებით გერმანიაში, წამყვან ლაბორატორიულ ცენტრში;
** დასაქმების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

სტაჟირების პროგრამაზე მისაღები კრიტერიუმები:

** საშუალოს შემდგომი არაუმაღლესი/პროფესიული განათლება (ექთანი/ლაბორანტი) ან უმაღლესი განათლება (აუცილებელია სამედიცინო ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განხრით - მედიცინა, ქიმია, ბიოლოგია, ბიოქიმია და ა.შ );

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტური გადანაწილებისა და ვადების დაცვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობა;
** კონფიდენციალობა.

ენები:

** ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი;
** ინგლისური ან/და გერმანული - B2

კომპიუტერული პროგრამები: კომპიუტერული საოფისე პროგრამები

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, 2020 წლის 31 ოქტომბრამდე დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 551346246.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |