www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 9 ნოემბერი

ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.zoommer.ge

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საერთაშორისო ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** შესყიდვების გეგმის შესაბამისად უკვე არსებული მომწოდებლების პირობების მოგროვება და ანალიზი;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მათი პირობების დადგენა;
** საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** ტენდერების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით პარტნიორი ორგანიზაციების შერჩევა;
** შესყიდვის პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება შესაბამისი კანონმდებლობისა და შიდა პოლიტიკის გათვალისწინებით;
** მომწოდებლების ბაზების ფორმირება და მუდმივი განახლება;
** საჭიროების შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება საუკეთესო ფასისა და პირობების მოპოვების კუთხით;
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია საერთაშორისო შესყიდვების ან/და გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების გამართულად ფლობა;
** საოფისე პროგრამების (MS Office Access, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge და გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |