www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი-მომმარაგებელი
მომწოდებელი: TAÇ/Manamo
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

საოჯახო ტექსტილის კომპანია "TAÇ/Manamo" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-მომმარაგებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი 110ა (აეროპორტის ხიდთან)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, დასვენების დღე - კვირა;
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე - 650 ხელზე ასაღები;
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის შემდეგ 750 ლარი ხელზე ასაღები.

ძირითადი მოვალეობები:

** ბორტის დატვირთვა-დაცლა
** ფილიალების მომარაგება პროდუქციით
** საქონლის მითვლა, დატვირთვისას და ფილიალში მიტანისას პოკეტით
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება
** მიღებული პროდუქციის მითვლა, დასაწყობებაში მონაწილეობის მიღება
** ავტომანქანაში სისუფთავის ნორმების დაცვა
** მენეჯერის მიერ სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 22-დან 35 წლამდე
** მართვის მოწმობა (B კატეგორია - მექანიკა)
** ავტომობილის მართვის 3 წლიანი გამოცდილება
** დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (1 წელი)
** პოკეტთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** თბილისის უბნების ცოდნა (სასურველია).

პირადი უნარები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, მისამართზე: olga.matveeva@mateks.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლი-მომმარაგებელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |