www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის კოორდინატორი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

კრეატიული ინდუსტრიის პროფესიული განათლების ცენტრი
ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲙᲝᲝᲠᲓᲘᲜᲐᲢᲝᲠᲘ
.

სამუშაოს აღწერა და პიროვნული მახასიათებლები

თანამდებობის დასახელება: Პროექტის კოორდინატორი
ანგარიშვალდებულია: დირექტორთან
დაკავშირებულია: პროექტის თანამშრომლებთან
სამუშაო განაკვეთი: 100%
მთავარი მიზანი: პროექტის კოორდინატორი პასუხისმგებელია პროგრამის მენეჯმენტს დაეხმაროს პროექტის მართვაში და კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს კარიტასის კრეატიული ინდუსტრიის სასწავლო ცენტრს.

სამუშაო ვალდებულებები:

დაგეგმვა:

** პროგრამის მენეჯმენტის გუნდს დაეხმაროს დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში, ახალი პროექტების შემუშავებაში;
** იხელმძღვანელოს ბიუჯეტით და აკონტროლოს ხარჯები/ ტრანზაქციები;
** პროგრამის მენეჯმენტის გუნდისთვის დროული ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია შესაძლო პრობლემებზე ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებზე;
** ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს, მართოს და თვალყური ადევნოს პროექტის ღონისძიებებს და აქტივობებს;
** კრიტერიუმების შემუშავება და სტუდენტების რეგისტრაციის ორგანიზება;
** შეიმუშაოს და აწარმოოს სტუდენტების დასწრების ჟურნალი;
** პასუხისმგებელია სათანადო ყურადღება მიაქციოს ბენეფიციარს ცენტრის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, პროექტის მიერ დაგეგმილი საქმიანობის დროს.

მართვა:

დაეხმაროს სპეციალისტებს კურსის სასწავლო პროგრამისა და არსის შემუშავებაში;

** იმუშავოს პროექტის გუნდთან განრიგის და კურსის დაგეგმვაზე;
** პროექტის პერსონალის საერთო კრებების ორგანიზება;
** პროექტის პერსონალის კოორდინირებული მუშაობის ორგანიზება;
** პროექტის ინვენტარის აღწერა და მისი მოვლა-პატრონობა;
** დარწმუნდეს ტექნოლოგიის სწორად გამოყენებაში ყველა ოპერაციისთვის;
** შეინარჩუნოს სისუფთავე და დისციპლინა;
** უზრუნველყოს პროექტის განხორციელება გენდერული ბალანსისა და მონაწილეობითი გზის გათვალისწინებით;
** კომუნიკაციების მართვა მედიასთან ურთიერთობის საშუალებით, სოციალური მედიით და ა.შ.
** პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებით და ღირებულებებით.

ადამიანური რესურსების მართვა:

** უზრუნველყოს პროექტის პერსონალის მართვა და დასწრების მონიტორინგი;
** მონაწილეობა მიიღოს თანამშრომლების შეფასებაში.
** Მონიტორინგი და შეფასება - პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების წარდგენა შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად.
** სხვა - სხვა, დირექტორის მიერ გონივრულად მოთხოვნილი დავალებების შესრულება.

პირადი მახასიათებლები:

განათლება და გამოცდილება -

აუცილებელი:

** უმაღლესი განათლების დიპლომი მენეჯმენტში;
** მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებისა და პროგრამების მყარი ცოდნა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი, გუნდური მუშაობის გამოცდილება;
** წერისა და ანალიტიკური უნარები;
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლი ფლობა;
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორად მართვა.

სასურველი:

** სასურველია მეცნიერებათა ბაკალავრის / ხელოვნების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციულ ტექნოლოგიასა ან კომპიუტერულ მეცნიერებაში;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი, კრიზისის მართვის გამოცდილება;
** მოწყვლად ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** ხელმძღვანელის უნარ - ჩვევები.

პირადი მახასიათებლები

** მოვალეობის / თანამდებობის განვითარებაში ინიციატივის ჩვენების და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი;
** სხვა ეროვნების, რელიგიისა და რწმენის პატივისცემა;
** მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისთვის, სწავლის სურვილი;
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ერთგული.

განაცხადის შემოტანის ვადა: ა/წ 23 ოქტომბერი.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ სამოტივაციო წერილი და CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: caritas-georgia@caritas.ge შესაბამის ველში თანამდებობის: "პროექტის კოორდინატორი" მითითებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |