www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Retail Group Georgia
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

ცნობილი საერთაშორისო ჯგუფის - "Alhokair"-ის წევრი "Retail Group Georgia" 30-ზე მეტი ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის Zara, Massimo Dutti, Mango, Marks & Spencer, Bershka, Pull & Bear, Stradivarius , Gap, Aldo, Oysho, Zara Home, U.S. Polo, Charles & Keith, Sergent Major, La Senza, Accessorize, Monsoon, Clarks და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.

პოზიციის დასახელება: კონსულტანტი სრულ ან ნახევარ განაკვეთზე.
ლოკაცია: თბილისი მოლი.

განსახორციელებელი საქმიანობა:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა;
** კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება;
** მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება, შესაძლებელია კანდიდატი იყოს სტუდენტიც
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური და აქტიური;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი:

** სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი.
** ანაზღაურება: მინიმუმ 570 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

ნახევარი განაკვეთი:

** სამუშაო საათები: კვირაში 20 საათი.
** ანაზღაურება: 300 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cvgeo@fahretail.com

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "კონსულტანტი სრულ განაკვეთზე" ან "კონსულტანტი ნახევარ განაკვეთზე" თბილისი მოლში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |