www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: MTG
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 10 ნოემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "Modern Trade Group" ახორციელებს საერთაშორისო ბრენდის - "Roshen"-ის პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "Modern Trade Group" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება.
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები)

მოვალეობები:

** პროდუქციის მითვლა საწყობიდან ზედნადების მიხედვით;
** პროდუქციის დაუზიანებლად ტრანსპორტირება და სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება, ზედნადებით გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით;
** ტრანსპორტირებისას პროდუქციის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში საქონლის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა;
** საგზურის წარმოება დღის მანძილზე გავლილი კილომეტრაჟის და გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** მანქანის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დისციპლინირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით 3×4, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@mtgeorgia.ge და წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 ნოემბერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |