www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგული შესყიდვების ოფიცერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული შესყიდვების ოფიცერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000783
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 23.10.2020
კატეგორია: შესყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება -1 წელი მარკეტინგული შესყიდვების მიმართულებით
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი
** Microsoft Office Excel
** Microsoft Office Word
** Microsoft Office Powerpoint

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის მასშტაბით საჭირო პროდუქციის მოძიება და შესყიდვა;
** ადგილობრივ ბაზარზე მომწოდებლების მოძიება, ფასების შედარება და საბოლოო შემოთავაზების დამტკიცების უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება ფასდაკლებების და თანხის გადახდის პირობებზე დადგენილი შიდა პირობების გათვალისწინებით;
** დეპარტამენტების მიერ მოთხოვნილი მომსახურების ან პროდუქციის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება-სრულყოფა შეკვეთის მოსამზადებლად;
** მოწოდების ვადის განსაზღვრა და დაგეგმვა კომპანიის შესაბამის დეპარტამენტებთან და მომწოდებელებთან ერთად;
** საჭიროების შემთხვევაში ახალი მომწოდებლების მოძიება და პერიოდულად მომწოდებლების ბაზის განახლება;
** დაზუსტებული შეკვეთების მიწოდება შერჩეულ მომწოდებელზე;
** საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო შესყიდვების უზრუნველყოფა;
** შესყიდული პროდუქციის შემოსვლის და მომსახურების ხარისხიანად შესრულების შემდეგ დამკვეთი დეპარტამენტის ინფორმირება სამუშაოს შესრულების შესახებ;
** შესყიდვების პროცესში არსებული დოკუმენტების გატარება SAP ERP სისტემაში;
** კომპანიის დამატებით სარგებელისთვის ბაზარზე საჭირო კომპანიების მოძიება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/783



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |