www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვის-კონსულტანტი
მომწოდებელი: ექსტრამითი
გამოქვეყნდა: 13 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 12 ნოემბერი

კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ევროპული ხარისხის საწარმოა. კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 3 მიმართულებით: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები და თევზეული.

კომპანია "ექსტრამითი" საკუთარ პავილიონებში აცხადებს ვაკანსიას სერვის-კონსულტანტის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. ქუთაისი.
სამუშაო განრიგი: ცვლებში.

მოთხოვნები:

** მომხმარებლის ხარისხიანად და ეფექტურად მომსახურება;
** პავილიონში ერთ ან რამოდენიმე პოზიციაზე მუშაობის უნარი;
** უზრუნველყოს კერძების მომზადება პავილიონში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** შეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** უზრუნველყოს პროცედურების და სტანდარტების დაცვა პავილიონში.

პიროვნული თვისებები:

** სიახლეებთან ადაპტაციის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილების და მართვის უნარი;
** სწრაფ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** მოტივირებულობა;
** კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარების და ზრდის სურვილი.

კანდიდატების შერჩევა მოხდება მათი გამოცდილების, პიროვნული თვისებების და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. კანდიდატის შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: vacancy@extrameat.ge ან დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: 557 601595.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |