www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ზეინკალ-მემონტაჟე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 26 ნოემბერი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ზეინკალ მემონტაჟეს პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები
ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 900 დან -1300 ლარამდე; (პროფესიული უნარების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად);

მდებარეობა: ქ. თბილისი.
ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში;
მიღების შემთხვევაში თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება კორპორატიული დაზღვევით;

სამუშაოს დახასიათება:

** კვანძების და მექანიზმების აწყობა და მონტაჟი;
** დეტალების საზეინკლო დამუშავება, მონტაჟი;
** მასალის ჭრა აირსაჭრელით;
** სიმაღლეზე შესასრულებელი სამონტაჟო სამუშაოები;
** ხრახნკუთხვილის მოჭრა შიდა და გარე ხრახნმჭრელებით;
** დეტალების და კვანძების შეერთება, ჭანჭიკებით და ცივად დამოქლონებით;
** უფრო მაღალი კვალიფიკაციის ზეინკალთან ერთად მონაწილეობის მიღება რთული კვანძების და მანქანების აწყობაში დეტალების მორგებით, კბილანური გადაცემების რეგულირებაში ნახაზით და ტექნიკური პირობებით მოცემული რადიალური და გვერდითი ღრეჩოების დაყენებით.

უნდა იცოდეს:

** ტექნიკური პირობები ასაწყობ კვანძებზე და მექანიზმებზე;
** მარტივი სამუშაო იარაღების დანიშნულება და დასახელება;
** დასამუშავებელი მასალების დასახელება და მარკირება;
** საპოხი სითხეების დანიშნულება და მათი გამოყენების ხერხები;
** მარტივი დეტალების მონიშვნის წესები.

მოთხოვნები:

უნდა ჰქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომპლექსური აზროვნება
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი
** ხარისხზე ორიენტირება
** პროდუქტიულობა
** საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ზეინკალ მემონტაჟე" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება, აგრეთვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი წარმოდგენილი განაცხადი ორგანიზაციაში სასურველ თანამდებობაზე უნდა ითვალისწინებდეს გამოცდილებას შესაბამის სფეროში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |