www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბობერი
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 27 ნოემბერი

სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელი "ბობერი" ფუნქციონირებს 2014 წლიდან და დღესდღეობით ფლობს 7 სავაჭრო ობიექტს თბილისის მასშტაბით. კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** მომწოდებლების ხელშეკრულებების ადმინისტრირება;
** ასორტიმენტის გაზრდასა და განვითარებაზე ზრუნვა;
** მოთხოვნის შესაბამისი მიწოდების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგების უზრუნველყოფა;
** ფასების მონიტორინგი და ანალიზი კონკურენტულ ბაზარზე;
** პროდუქციის მარაგების მართვა და კონტროლი;
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტოპარკის მართვა და კონტროლი;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება და ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო და სარემონტო მასალების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel- ის მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** მოლაპარაკებების წარმოებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** სწრაფი აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სხვა მოთხოვნები:

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია საკუთარი ავტომობილის ფლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@bober.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |