www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჰოლ მენეჯერი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 29 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 29 ნოემბერი

სლოტ კლუბების ქსელი "ბეთლაივი" გემბლინგის ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. კომპანიის ძირითადი მიზანია, რომ მომხმარებელს შესთავაზოს პროდუქტების ფართო არჩევანი და გაუწიოს საუკეთესო მომსახურება, აგრეთვე კომპანიის თანამშრომლების შეუქმნას კომფორტული და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

პოზიციის დასახელება: ჰოლ მენეჯერი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ჰოლ მენეჯერი წარმოადგენს სათამაშო აპარატების სალონის (სლოტ კლუბის) დარბაზის მენეჯერს. მისი ძირითადი მოვალეობაა დარბაზში მომუშავე პერსონალის მართვა და პასუხისმგებელია კლიენტებისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაზე. ის ასევე მჭიდროდ იმუშავებს კომპანიის მმართველი გუნდის წევრებთან. მას უნდა ჰქონდეს სტუმართმოყვარეობის სფეროსთვის დამახასიათებელი სამიზნე სეგმენტის და კლიენტების კარგად გაგების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის მუშაობის დაგეგმვა და მონიტორინგი;
** დახმარების გაწევა ხელმძღვანელობისათვის თანამშრომლების დისციპლინარული საკითხების გადაწყვეტაში;
** დასწრების ჟურნალების წარმოებაში მონაწილეობა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაციის პერმანენტულად განახლება;
** სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა, რაც ხელს შეუწყობს გუნდურ მუშაობას, ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბებას თანამშრომელთა შორის და მათგან საჭირო უკუკავშირის მიღებას;
** თანამშრომლების ინფორმირება პროდუქტების შესახებ, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი აქციებისა და ღონისძიებების თაობაზე;
** ობიექტის გამართული მუშაობისათვის საჭირო რესურსების დეფიციტის და საჭიროების თაობაზე უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის, სანიტარული და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცულობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** პროფესიონალურად და დროულად დახმარება კლიენტების ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში;
** VIP მომხმარებლებთან ურთიერთობა - მათი ცნობიერების ამაღლება პროდუქტებისა და აქციების შესახებ;
** სათამაშო აპარატების მენიუს სრულყოფილი ცოდნა;
** საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება;

საჭირო მოთხოვნები:

** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი და ბონუსი, რომელიც დამოკიდებულია მიღწეულ მიზნებზე.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: slotclub@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |